საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ცნობილი ოლიგარქის, რუსეთის გენპროკურატურის მიერ ძებნილი ბორის ბერეზოვსკის თბილისში ვიზიტის ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის
საქმე აღძრა. გენერალური პროკურორის - ნუგზარ გაბრიჩიძის თანახმად, საქმე აღძრულია საზღვრის დაცვის დეპარტამენტის რიგი თანამშრომლების მიმართ, სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების მუხლით. საქართველოს გენპროკურატურას ხუთშაბათს საღამოს რუსეთის შესაბამისი უწყებიდან საყვედურის წერილი მიუღია იმის გამო, რომ ქართველმა სამართალდამცავებმა ბერეზოვსკი არ დააკავეს. გაბრიჩიძე რუსი კოლეგების პრეტენზიებს სამართლიანად აფასებს, რადგან ბერეზოვკის ძებნაში ყოფნის შესახებ შეტყობინებები ჰქონდა როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე საზღვრის დაცვის დეპარტამენტსაც.