Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იოკო ონოს გამოფენა პრაღაში


იოკო ონო მისი ქმრის ჯონ ლენონის საშუალებით გახდა პოპულარული. თუმცა, ის ყოველთვის, ლენონთან დაკავშირებამდეც ილტვოდა ყოფილიყო დამოუკიდებელი

არსება, რომელიც საკუთარი სქესის თავისუფლებაზეც ოცნებობს. იოკო ონო მსოფლიოში მოგზაურობს საკუთარი ქმნილებების გამოფენით, სახელწოდებით "ქალთა ოთახი".
შავებში გამოწყობილი იოკო ონო, შავი სათვალით, მჭიდროდ შეკრული თმით, რომელსაც უფარავს თეთრი ქუდი, ქათქათა კედელს მიდგომია და ლურჯი საღებავით რაღაცას ჯღაბნის. ისე იქცევა, როგორც ავანგარდისტს შეშვენის. ონო ცნობილი გახდა 60იანი წლების მიწურულს, როცა ლენონთან ერთად მოაწყო აქცია, საწოლში ერთი კვირა აუდგომლად, ვიეტნამის ომის წინააღმდეგ პროტეტსის ნიშნად. პრაღის კამპას მუზეუმში იოკო ონო ახლა მისი გამოფენის ნაწილს კედელზე ასახავს, "ეს ოთახი კრიალებს, როცა გვძინავს" მიაწერა იოკო ონომ კედელზე. მისი შემგომი ფრაზაც ასეთივე მოხდენილია: "ეს ოთახი იმავე სისწრაფით მიქრის, როგორც ღრუბლები". ეს ოთახი ერთი იმ ოთხთაგანია, რომელიც დაეთმო გამოფენას, რომელიც პარიზიდან ჩამოვიდა პრაღაში. წარმოდგენის სახელწოდებაა, როგორც გითხარით, "ქალთა ოთახი". გამოფენა ონოს ფოტოებს, ასევე ვიდეომასალას და მედიის სხვა საშუალებებს მოიხმარს. იოკო ონოს სურს, ალბათ, საკუთარი თავის, მებრძოლი ქალის ჩვენება:
[იოკო ონოს ხმა] "ეს შეეხება იმას, რისი გადატანაც უხდებათ ქალებს. კაცობრიობის ისტორიაში, ქალის ძალაუფლება ძალიან, ძალიან იზღუდებოდა".
ერთ-ერთს ოთახს "ვერტიკალური მახსოვრობა" ჰქვია. კედლები დაფარულია შავთეთრი ფოტოებით, მათზე მამაკაცებს ამოიცნობთ, იოკოს მამას, მის მეუღლეს, ჯონ ლენონს, თავისი ცნობილი სათვალით, ასევე ერთობლივ ვაჟიშვილს შონს. იოკო ონო ამბობს, რომ ეს სახეები ასახავს მამაკაცებს, რომლებიც მის ცხოვრების სხვადასახვა საფეხურზე მის სვლას აკვირდებოდნენ. კამპას მუზეუმთან იქვეა კედელი, რომელიც ჯონ ლენონის ჩეხმა მოტრფიალეებმა 1980 წელს მოხატეს, მისი მკვლელობის შემდეგ. კედელი კი მომავალში კომუნისტური მთავრობის მიმართ პროტესტის სიმბოლოდაც იქცა. მუზეუმს საკმაოდ კარგიკოლექცია აქვს კონცეპტუალისტებისა და ხელოვანთა ფლუქსუსის მოძრაობის სახელით ცნობილი გაერთიანებისა, რომელსაც თავის დროზე იოკო ონოც ეკუთვნოდა. გამოფენაზე გამოტანილია იოკო ონოს მაშინდელი ნამუშევრებიც, მაგრამ ისინი წარმოდგენილია ახალი ფორმით. თვითონ იოკო ონო ასე ახნის ფაქტს: [იოკო ონოს ხმა]
"არა მგონია მნიშვნელობა ჰქონდეს, როდის შეიქმნა ნაშრომი, თუკი ის კარგია, მაშინ კარგია". გამოფენის ჩარჩოებში უჩვენებენ კადრებს ხელოვნის ძველი ნამუშევრების შესახებ, ერთი მათგანია პერფორმანსი "გაფრენა", იმ პერიოდისა, როცა ონო ადამიანის სხეულით იყო მოხიბლული. აქვე უჩვენებენ ასევე ფილმს პერფორმანსის "მოჭერი ნაჭერის" შესახებ, რომელიც ონომ 1964 მოაწყო იაპონიაში. მან მიიწვია ხალხი, დაურიგა მაკრატლები, რომლითაც ისინი მის ტანსაცმელს ნელნელა აჭრიდნენ მცირე ნაწილებთს, სანამ იოკო ონო შიშველი არ დარჩა. პერფორმანსი ონომ გაიმეორა პარიზში სექტემბერში, მაგრამ ამჯერად საცვლებამდე მხოლოდ. ჯონ ლენონის ქვრივი 70 წლისაა, მაგრამ ამბობს, რომ თავს კარგად გრძნობს, თუმცა, პრაღის ყინვამ გააცივა: [იოკო ონოს ხმა] "ჩემს ასაკში ყოფნის შეგრძნება განსხვავდება იმისგან, რასაც ველოდი, მე თავს ახალგაზრდად - თუმცა დღეს ვერა - მაგრამ ჯანმრთელად ვგრძნობ. და ვგრძნობ, რომ შეყვარებული ვარ სიცოცხლესა და სამყაროზე". იოკო ონოს, როგორც ყოველთვის, სიყვარულის და მშვიდობის მესიჯების გავრცელება სურს. პრაღაში მან გამოფენის გახსნაზე მიწვეულებს სთხოვა თავიანთი სურვილები დაეწერათ ქაღალდის პატარა ნაგლეჯზე და კამპის მუზეუმის ეზოში სურვილების ხეზე დაეკიდათ. სურვილების ხე იოკო ონოს ბავშობაში მის სოფელშიც იდგა: [იოკო ონოს ხმა]
"ბუჩქები გავსებულია სხვადასხვა პატარა, დაკეცილი ქაღალდებით, ისე გამოიყურება, თითქოს შორეთის ყვავილებია, ეს ყოველთვის მახსოვდა".
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG