Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაღდადის ცენტრში, სასტუმრო "შერატონის" მახლობლად


ბაღდადის ცენტრში, სასტუმრო "შერატონის" მახლობლად ოთხშაბათს საღამოთი მძლავრი აფეთქება მოხდა. წინასწარი მონაცემებით, აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა.

ბაღდადის ცენტრში, სასტუმრო "შერატონის" მახლობლად ოთხშაბათს საღამოთი მძლავრი აფეთქება მოხდა. წინასწარი მონაცემებით, აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც ამერიკის სარდლობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, სასტუმროს ნაღმმტყორცნიდან გაუხსნეს ცეცხლი. დღესვე, 3 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე და სულ ცოტა 4 ადგილობრივი მკვიდრი დაიღუპნენ, როცა ქალაქ სამარის მახლობლად სამხედროების ავტომანქანა ნაღმზე აფეთქდა. ჩრდილოეთი ერაყის ქალაქ ერბილში თვითმკვლელმა ტერორისტმა დანაღმული ავტომანქანა ერთ-ერთი ადმინისტრაციული შენობის წინ ააფეთქა; შედეგად, სხვადასხვა მონაცემებით, ორიდან 4-დე ადამიანი დაიღუპა. თვითმხილველთა ცნობით, 50-ზე მეტი ადამიანია დაჭრილი.
XS
SM
MD
LG