Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში ეროვნული საკრებულოს, "ლოია ჯირგის"


ავღანეთში ეროვნული საკრებულოს, "ლოია ჯირგის" სხდომაზე დელეგატების 40-მდე პროცენტს არ მიუღია მონაწილეობა კენჭისყრაში ახალი კონსტიტუციის პროექტში

ავღანეთში ეროვნული საკრებულოს, "ლოია ჯირგის" სხდომაზე დელეგატების 40-მდე პროცენტს არ მიუღია მონაწილეობა კენჭისყრაში ახალი კონსტიტუციის პროექტში
ცვლილებების საკითხზე. დელეგატებს შორის, ვინც უარი თქვა კენჭისყრაში მონაწილეობაზე, იყვნენ ყოფილი პრეზიდენტი ბურჰანუდდინ რაბანი, უზბეკი ლიდერი აბდულ რაშიდ დოსტუმი და ამჟამინდელი პრეზიდენტის, ჰამიდ კარზაის ოპოზიციის ხელმძღვანელი აბდულ რაბ რასილ საიაფი. კარზაი მოითხოვს ძლიერ საპრეზიდენტო მმართველობას, მისი ოპონენტები კი პარლამენტის გაძლიერებას ემხრობიან. "ლოია ჯირგა" უკვე ორ კვირაზე მეტი ხანია მსჯელობს ახალი კონსტიტუციის პროექტზე. მისი სხდომა შაბათს განახლდება. რაც შეეხება დღევანდელი კენჭისყრის შედეგს, ის არ გამოუქვეყნებიათ.
XS
SM
MD
LG