Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს მრავალეროვანი სამშვიდობო ძალების სამხედრო


ნატოს მრავალეროვანი სამშვიდობო ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა ბოსნიის ქალაქ პალეში, ბოსნიელ სერბთა ყოფილი ლიდერის,

ნატოს მრავალეროვანი სამშვიდობო ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა ბოსნიის ქალაქ პალეში, ბოსნიელ სერბთა ყოფილი ლიდერის,
სამხედრო დანაშაულში ბრალდებული რადოვან კარაჯიჩის სახლი გაჩხრიკეს. სამხედროებმა დააპატიმრეს ადგილობრივი მკვიდრი, რომელიც, ზოგიერთი მონაცემებით, დამალვაში ეხმარებოდა კარაჯიჩს. შაბათს სამხედროებმა პალეს სხვა ობიექტებიც, სახელდობრ ადგილობრივი საავადმყოფო და ეკლესია გაჩხრიკეს. კარაჯიჩს, რომლის დაპატიმრების ორდერი ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალმა გასცა, 90-იანი წლების დასაწყისში ბოსნიაში მომხდარი ეთნიკური კონფლიქტის დროს ჩადენილ სამხედრო დანაშაულსა და გენოციდში ედება ბრალი.
XS
SM
MD
LG