Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე


საქართველოს თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე ხვალ ერაყში გაემგზავრება.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე ხვალ ერაყში გაემგზავრება.
სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნდობით, პრაიმ-ნიუსის სააგენტო იტყობინება, რომ ქალაქ თიქრითში თევზაძე შეხვდება იქ მყოფ ქართველ მშვიდობისდამცველებს, რომლებიც აშშ-ის სამხედრო კონტინგენტის პასუხისმგებლობის ზონაში მსახურობენ. საქართველოს სამხედრო შენაერთის შემადგენლობაში არიან კოჯრის სპეცდანიშნულების ბატალიონის 34 ქვეითი, 20 სამხედრო ექიმი და თავდაცვის სამინისტროს სწრაფი რეაგირების ძალების 15 ინჟინერი. მათი სამსახურის ვადა ექვსი თვეა, რის შემდეგაც ხდება როტაცია.
2 თებერვალს, სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისთვის, ერაყში გაიგზავნება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ტაქტიკური ჯგუფი 217 სამხედრო მოსამსახურის შემადგენლობით.
XS
SM
MD
LG