Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"პრაიმ-ნიუსი" საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით


"პრაიმ-ნიუსი" საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით იუწყება,

"პრაიმ-ნიუსი" საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით იუწყება,
რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული მიხეილ სააკაშვილი ინაუგურაციამდე მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში, რომელიც შვეიცარიაში, დავოსში 21-25 იანვარს გაიმართება. დავოსის ფორუმში მონაწილეობას მიიღებს 94 ქვეყნის 2100 წარმომადგენელი. ფორუმის მთავარი თემა იქნება "პარტნიორობა კეთილდღეობისა და უსაფრთხოებისათვის. ჟენევაში გამართულ პრეს-კონფერენციაზე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამაარსებელმა და აღმასრულებელმა თავმჯდომარემ კლაუს შვაბმა განაცხადა: "არასდროს გვექნება მსოფლიოში ძლიერი, მდგრადი ეკონომიკური განვითარება უსაფრთხოების უზრუნველყოფის გარეშე, მაგრამ ასევე შეუძლებელია უსაფრთხოების უზრუნველყოფა კეთილდღეობაზე ზრუნვის გარეშე". მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ გაეროს გენერალური მდივანი - კოფი ანანი, ნატოს გენერალური მდივანი იაპ დე ჰუპ სხეფერი, ევროპარლამენტის თავმჯდომარე - პატ კოქსი, ევროკავშირის უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის კოორდინატორი ხავიერ სოლანა, ცნობილი ფინანსისტი და ქველმოქმედი - ჯორჯ სოროსი, "მაიკროსოფტ კორპორეიშენის" ხელმძღვანელი - ბილ გეიტსი და სხვა მაღალი რანგის პირები.
XS
SM
MD
LG