Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის რეფორმისტული მთავრობის განცხადებით, მან


ირანის რეფორმისტული მთავრობის განცხადებით, მან, შესაძლოა, უარი თქვას მომავალი თვისთვის

ირანის რეფორმისტული მთავრობის განცხადებით, მან, შესაძლოა, უარი თქვას მომავალი თვისთვის
დანიშნული საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაზე, რადგან ისლამური რევოლუციის გუშაგთა საბჭომ არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა რამდენიმე ათას რეფორმატორ კანდიდატს. მთავრობის წარმომადგენლის, აბდოლა რამაზანზადეს განცხადებით, ხელისუფლება ვერ იკისრებს პასუხისმგებლობას უსამართლო არჩევნებისთვის. დღესვე, ირანის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ, მოჰსენ მირდამადიმ, განაცხადა, რომ პარლამენტის მრავალი წევრი სადეპუტატო მანდატზე უარის თქმას აპირებს, რათა ამ გზით გამოხატოს პროტესტი გუშაგთა საბჭოს გადაწყვეტილების წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG