Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებამ დახმარება აღმოუჩინა


წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებამ დახმარება აღმოუჩინა 3 000-მდე ტაჯიკს, რომლებიც ჰაჯიში მონაწილეობის მისაღებად,

წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებამ დახმარება აღმოუჩინა 3 000-მდე ტაჯიკს, რომლებიც ჰაჯიში მონაწილეობის მისაღებად,
ანუ მექაში მუსლიმანთა წმნიდა ადგილების მოსალოცავად, საუდის არაბეთში მიემგზავრებიან, მაგრამ გაერთიანებულ საამიროებში იქნენ დაკავებული. როგორც წითელი ნახევარმთვარის წარმომადგენელმა, ხამის მოჰამად ალ-სუვაიდიმ უთხრა ჩვენს კორესპონდენტს, პილიგრიმები რამდენიმე საათით დააკავეს შარიას აეროპორტში, ვინაიდან მათ არ აღმოაჩნდათ სატრანზიტო ვიზა, საამიროების ტერიტორიის გავლით საუდის არაბეთში ჩასასვლელად. წითელი ნახევარმთვარის დახმარებით ტაჯიკებმა სათანადო დოკუმენტაცია მოიპოვეს და უკვე აქვთ უფლება, გააგრძელონ მოგზაურობა.
XS
SM
MD
LG