Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის გარდამავალი მთავრობის მეთაურმა ჰამიდ


ავღანეთის გარდამავალი მთავრობის მეთაურმა ჰამიდ კარზაიმ დღეს განაცხადა,

ავღანეთის გარდამავალი მთავრობის მეთაურმა ჰამიდ კარზაიმ დღეს განაცხადა,
რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადასტურდა ის ფაქტი, რომ 10 მშვიდობიანი მოქალაქე იქნა მოკლული 17 იანვარს, როცა ამერიკის ავიაციამ ურუზღანის პროვინცია დაბომბა. კარზაიმ თქვა, რომ ურუზღანის პროვინციის გუბერნატორს სთხოვა - დაღუპულთა ოჯახების წევრები გამოგზავნოს ქაბულში მათთვის შესაძლო დახმარების აღმოსაჩენად [ჰამი კარზაის ხმა]: "გამოძიება დამთავრდა. მივიღე მოხსენება, რომლის თანახმად, და ჩემდა საუბედუროდ, დაბომბვას მშვიდობიან მოქალაქეთა - ბავშვების, ქალებისა და მამაკაცების სიცოცხლე ემსხვერპლა. ურუზღანის პროვინციის გუბერნატორს ვთხოვე წარმომიდგინოს დაღუპულთა და დაზარალებულთა ნათესავების სია, რათა ვესაუბრო მათ და შეძლებისდაგვარად დავეხმარო კიდევაც" , - განაცხადა ჰამიდ კარზაიმ. ავღანეთში განთავსებული ამერიკის ჯარის სარდლობა ადრე ამტკიცებდა, რომ დაბომბვის შედეგად ურუზღანის პროვინციაში დაბანაკებული თალიბების შეიარაღებული რაზმის წევრები დაიღუპნენ.
XS
SM
MD
LG