Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინტერვიუ ჰარვარდის უნივერსიტეტის მსმენელთან, რომელსაც საქართველოს თავდაცვის მინისტრობას უწინასწარმეტყველებენ


მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

თავისი უფლებამოსილებების განხორციელებას შეუდგა, სხვა მინისტრების მსგავსად თანამდებობა დატოვა სამხედრო უწყების ხელმძღვანელმა დავით თევზაძემ, რომელიც ამ პოსტზე ყველაზე სტაჟიანი მინისტრი გახლდათ. ამასათან, დავით თევზაძის გადადგომით მთავრდება ე.წ. სამხედრო მინისტრების ეპოქა, რომელიც 13 წელს გრძელდებოდა. შესაბმისად, საზოგადოება და ჟურნალისტების ყველაზე მეტად იმის გარკვევას ცდილობენ, თუ ვინ გახდება სამხედრო უწყების პირველი სამოქალაქო მინისტრი. ბოლო ხანს, ერთ-ერთ სავარაუდო კანდიდატად სახელდება დიპლომატი გელა ბეჟუაშვილი, რომელიც ჰარვარდის უნივერსიტეტის მსმენელია. ბეჟუაშვილის კანდიდატურის სასარგებლოდ ლაპარაკობს ისიც, რომ იგი თავდაცვის მინისტრის მოადგილე და მიხეილ სააკაშვილის სტუდენტობის მეგობარია. თბილისში ერთკვირიანი მივლინებით მყოფ ჰარვარდის უნივერსიტეტის მსმენელ გელა ბეჟუშვილს ექსკლუზიური ინტერვიუ კობა ლიკლიკაძემ ჩამოართვა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG