Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა


გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოშკა ფიშერმა განაცხადა, რომ გერმანიას არაფერი აქვს საწინააღმდეგო,

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოშკა ფიშერმა განაცხადა, რომ გერმანიას არაფერი აქვს საწინააღმდეგო,
თუკი ერაყში ნატოს სამხედრო კონტინგენტი განთავსდება. ქალაქ მიუნხენში, ნატოს წევრი-ქვეყნების თავდაცვის მინისტრების თათბირზე გამოსვლისას, ფიშერმა აღნიშნა ამასთანავე, რომ გერმანია არ გაგზავნის თავის ქვედანაყოფებს ერაყში. [იოშკა ფიშერის ხმა]: "ვფიქრობ, ერაყის ოპერაციაში ნატოს უშუალო მონაწილეობის საკითხს სერიოზული მიდგომა ესაჭიროება. ჩვენი მთავრობა არ აპირებს ხელი შეუშალოს ამ საკითხზე შეთანხმების მიღწევას, თუმცა გერმანია არ აპირებს თავის ჯარის გაგზავნას ერაყში. უნდა გავითვალისწინოთ წარუმატებლობის რისკი, და ამის შესაძლო სავალალო შედეგები ალიანსისთვის. გამოგიტყდებით, არ შემიძლია დავმალო ჩემი ღრმა სკეპტიციზმი", - განაცხადა იოშკა ფიშერმა.
მიუნხენში მიმდინარე კონფერენციის მთავარი თემებია ვითარება ერაყში, ავღანეთსა და ახლო აღმოსავლეთში, აგრეთვე ურთიერთობა შეერთებულ შტატებსა და მის ევროპელ მოკავშირეებს შორის.
XS
SM
MD
LG