ორგანიზაცია "ჰამასი" დაიმუქრა, რომ ყველგან მიიტანს იერიშებს ისრაელზე მას შემდეგ,
რაც ამ ქვეყნის არმიამ გუშინ 15 პალესტინელი მოკლა. ჰამასის გასამხედროებულმა ჯგუფმა დღეს გაავრცელა განცხადება, რომელიც შეიცავს მოწოდებას მისი წევრებისადმი, განახორციელონ "წამებულთა მასშტაბური ოპერაციები". წარსულში ასეთ მოწოდებებს თვითმკვლელების იერიშები მოჰყვა. პალესტინელი ექიმების ცნობით, ისრაელის ჯარებმა მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მდებარე რამალაჰში მოკლეს ჰამასის წევრობის გამო ძებნილი სამეჰ არარი. დღესვე ამ რეგიონზე იმსჯელეს რომში. პაპმა იოანე პავლე მეორემ პალესტინელების პრემიერ-მინისტრ აჰმედ ყურეისთან შეხვედრაზე დაგმო ისრაელის მიერ "უშიშროების ბარიერის" მშენებლობა.