Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტაჯიკეთის პრეზიდენტი ემომალი რახმონოვი და


ტაჯიკეთის პრეზიდენტი ემომალი რახმონოვი და ამ ქვეყნის

ტაჯიკეთის პრეზიდენტი ემომალი რახმონოვი და ამ ქვეყნის
ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები გამოხატავენ აღშფოთებას რუსეთში ცხრა წლის ტაჯიკი გოგონას მკვლელობის გამო. ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის ხელისუფლებისგან დამნაშავეთა მოძებნასა და დასჯას მოითხოვს. ტაჯიკეთის პრეზიდენტმა რუსეთში ამ ქვეყნის ელჩს დაღუპულის ოჯახის მიმართ განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა დაავალა. შეგახსენებთ, მკვლელობა ორშაბათს ღამით სანკტ-პეტერბურგში მოხდა. ტაჯიკი ეროვნების გოგონას, მის მამასა და ნათესავ ბიჭს თავს დაესხა თინეიჯერთა ბანდა. დაღუპულს 11 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. საერთაშორისო ორგანიზაციათა მონაცემებით, რუსეთში 600 ათასი ტაჯიკი ეროვნების პირი მუშაობს.
XS
SM
MD
LG