Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კვიპროსელი ბერძნების ლიდერმა ტასოს პაპადოპულოსმა


კვიპროსელი ბერძნების ლიდერმა ტასოს პაპადოპულოსმა ფრთხილი ოპტიმიზმი გამოთქვა კვიპროსის გაერთიანების თაობაზე მოლაპარაკებათა განახლებასთან დაკავშირებით,

კვიპროსელი ბერძნების ლიდერმა ტასოს პაპადოპულოსმა ფრთხილი ოპტიმიზმი გამოთქვა კვიპროსის გაერთიანების თაობაზე მოლაპარაკებათა განახლებასთან დაკავშირებით,
და განაცხადა, რომ თურქულმა მხარემ საქმით უნდა დაამტკიცოს, რომ ჭეშმარიტად სურს გაერთიანებული კუნძულის ევროპის კავშირში გაწევრიანება, რაც მაისშია მოსალოდნელი. პაპადოპულოსმა თქვა, რომ თავად იმ მოლაპარაკების შემდეგ, რაც ამ კვირაში ჰქონდა მას თურქეთის ოფიციალურ წარმომადგენლებთან გაეროში, არ შეუძლია იმის თქმა, რომ ანკარამ ნამდვილად შეცვალა თავისი პოზიცია კვიპროსის საკითხში. ნიუ-იორკში პარასკევს მიღწეული შეთანხმების პირობით, თუ მხარეები 22 მარტისათვის ვერ შესძლებენ საბოლოო შეთანხმების მიღწევას, გაეროს გენერალური მდივანი კოფი ანანი კუნძულის გაერთიანების საკუთარ გეგმას რეფერენდუმზე გამოსატანად წარუდგენს კვიპროსის ბერძნულ და თურქულ სათვისტომოებს.
XS
SM
MD
LG