Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ისა და ჩრდილოეთი კორეის წარმომადგენლები


აშშ-ისა და ჩრდილოეთი კორეის წარმომადგენლები პეკინში შეხვდნენ ერთმანეთს - იმ მრავალმხრივი მოლაპარაკების კულუარებში,

აშშ-ისა და ჩრდილოეთი კორეის წარმომადგენლები პეკინში შეხვდნენ ერთმანეთს - იმ მრავალმხრივი მოლაპარაკების კულუარებში,
რომლის მონაწილენი ფხენიანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ. მოლაპარაკებაში ექვსი ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობენ. ეს ქვეყნებია კსდრ, ჩინეთი, აშშ, რუსეთი, იაპონია და სამხრეთი კორეა. აი, რა განაცხადა ერთ-ერთი სხდომის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრ ლოსიუკოვმა: [ალექსანდრ ლოსიუკოვის ხმა] "მშვენივრად გვესმის, რომ დღის წესრიგში არსებული ყველა რთული პრობლემის გადაჭრა შეუძლებელია ერთი ხელის დაკვრით. ეს ხანგრძლივი და რთული პროცესია, რომელიც მოითხოვს ფაქიზსა და დელიკატურ მიდგომას; მხარეთა მზადყოფნას, კომპრომისები ეძებონ, მათს თავშეკავებულობასა და მოთმინებას."
XS
SM
MD
LG