Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კატარში ორ რუს მამაკაცს წაუყენეს


კატარში ორ რუს მამაკაცს წაუყენეს ბრალდებები ყოფილი ჩეჩენი ლიდერის, ზელიმხან იანდარბიევის მკვლელობასთან დაკვაშირებით.

კატარში ორ რუს მამაკაცს წაუყენეს ბრალდებები ყოფილი ჩეჩენი ლიდერის, ზელიმხან იანდარბიევის მკვლელობასთან დაკვაშირებით.
ამ ნაბიჯს რუსეთის მხრივ მძაფრი კრიტიკა მოჰყვა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შემსრულებელ იგორ ივანოვის თქმით, ბრალდებულები არიან უშიშროების სამსახურის აგენტები, დაკავშირებული საერთაშორის ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლასთან. [ივანოვის ხმა] "ეს რუსი მოქალაქეები არიან რუსეთის სპეცსამსახურის წევრები. ისინი კანონიერად იმყოფებოდნენ კატარში... მათ ადგილობრივი კანონები არ დაურღვევიათ და ასრულებდნენ დავალებებს საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლასთან დაკავშირებით ინფორმაციისა და ანალიზის სფეროში". რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ წუხელ გავრცელებულ განცხადებაში აგენტების დაპატიმრებას "მტრულ აქტად" მოიხსენიებენ.
იანდარბიევი დაიღუპა 13 თებერვალს მისი ავტომანქანის აფეთქების შედეგად.
XS
SM
MD
LG