საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გაეროს უშიშროების საბჭოს მოუწოდა, ზეწოლა მოახდინოს, რათა მოგვარდეს აფხაზეთის კონფლიქტი.
ამ მოწოდებით სააკაშვილი ხუთშაბათს ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში ვიზიტისას გამოვიდა. მანვე გამოთქვა მზადყოფნა, საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთის ფართო ავტონომია უზრუნველყოს. მაგრამ მისივე თქმით, უშიშროების საბჭომ, თუ საჭიროა, ზეწოლას უნდა მიმართოს აფხაზი სეპარატისტების ლიდერების მოლაპარაკების მაგიდასთან მისაყვანად. [სააკაშვილის ხმა] "ეს კონფლიქტი მეტისმეტად დიდხანს გრძელდება, მეტისმეტად დიდი ხანია ვსხედვართ მაგიდასთან და ერთმანეთს ვადანაშაულებთ, ვემუქრებით იმის ნაცვლად, რომ გავცვალოთ იდეები, ინიციატივები, რომელთაც კონფლიქტის მოგვარება მოჰყვება". გარდა ამისა, საქართველოს პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს სთხოვა, ხელი შეუწყოს აფხაზეთის მოსახლეებისათვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების შეწყვეტას.