Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სანკტ-პეტერბურგში დღეს დააკავეს 15 მონაწილე


სანკტ-პეტერბურგში დღეს დააკავეს 15 მონაწილე პრეზიდენტ პუტინის საწინააღმდეგო აქციისა,

სანკტ-პეტერბურგში დღეს დააკავეს 15 მონაწილე პრეზიდენტ პუტინის საწინააღმდეგო აქციისა,
რომელიც რუსეთის კომპარტიის ახალგაზრდულმა განყოფილებამ მოაწყო. ვლადიმირ პუტინის საიმიტაციოდ დამზადებულ რეზინის ნიღბებში გამოწყობილი 50-დე ახალგაზრდა მივიდა იმ სახლთან, სადაც რუსეთის პრეზიდენტი ცხოვრობდა ბავშვობაში, და გაჰყვიროდა: "ვოვა, შინისკენ!" ნევის გამზირზე აქციის მონაწილეები მილიციელებმა და სპეცსამსახურების თანამშრომლებმა სცემეს. ბიბისის კორესპონდენტის ცნობით, ერთ-ერთ ოპერატორს, რომელიც აქციას იღებდა, სატელევიზიო კამერა გაუტეხეს.
XS
SM
MD
LG