Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ესპანეთში დღეს მიმდინარეობს გასულ ხუთშაბათს


ესპანეთში დღეს მიმდინარეობს გასულ ხუთშაბათს მადრიდში მოწყობილ ტერაქტებში დაღუპული ადამიანებისადმი

ესპანეთში დღეს მიმდინარეობს გასულ ხუთშაბათს მადრიდში მოწყობილ ტერაქტებში დაღუპული ადამიანებისადმი
მიძღვნილი ცერემონია. დღესვე მადრიდში თავდასხმების შედეგად გარდაცვლილების ნაწილი დაკრძალეს. მადრიდში სადგურზე მატარებლებში ჩადებული ბომბების აფეთქებას 201 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
მაროკომ გამომძიებლები მიავლინა ესპნეთში, რათა დაეხმარონ იქაურ სამართალდამცავებს გაარკვიონ, არის თუ არა კავშირი მადრიდის აფეთქებასა და კასაბლანკაში ადრე მოწყობილ თავდასხმას შორის.
დღეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ჰოლანდიის პრემიერთან ერთად პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ესპანეთის ტერაქტები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ტერორიზმთან მსოფლიომ აქტიურად უნდა იბრძოლოს. ბუშმა აშშ-ის ევროპელ მოკავშირეებს მოუწოდა განაგრძონ თავიანთი მხარდაჭერა ერაყში სტაბილურობის დამყარებისთვის.
XS
SM
MD
LG