Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოსოვოში დღესაც გაგრძელდა ძალადობა. ნატომ


კოსოვოში დღესაც გაგრძელდა ძალადობა. ნატომ გადაწყვიტა, სერბიის ამ პროვინციაში დამატებითი ჯარები გააგზავნოს ეთნიკურ ალბანელებსა და

კოსოვოში დღესაც გაგრძელდა ძალადობა. ნატომ გადაწყვიტა, სერბიის ამ პროვინციაში დამატებითი ჯარები გააგზავნოს ეთნიკურ ალბანელებსა და
სერბებს შორის შეტაკებებისათვის ბოლოს მოსაღებად. დღეს სამშვიდობო ძალებმა ცრემლმდენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს სერბულ სოფელ კაგლავიჩასაკენ მიმავალი ეთნიკური ალბანელების შესაჩერებლად - კაგლავიჩის ქუჩებში გუშინ შეტაკებები მოხდა. გარდა ამისა, ალბანელებმა დღეს დაწვეს სერბული ეკლესია ქალაქ მიტროვიცაში, მიუხედავად იმისა, რომ ფრანგმა მშვიდობისდამცველებმა სცადეს ბრბოს შეჩერება. ეთნიკურ ალბანელებსა და სერბებს შორის შეტაკებებმა უკვე 22 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. დაჭრილია 500-მდე კაცი. ბელგრადში კი პოლიციამ დაშალა სერბების ბრბო. ეს ადამიანები ქვებს ესროდნენ აშშ-ის საელჩოს. დღესვე გავრცელებული ინფორმაციით, ბელგრადში ამერიკის საელჩო დაიხურა არეულობების გამო. გაეროს უშიშროების საბჭო თბილისის დროით ღამის პირველ საათზე იწყებს სხდომას კოსოვოში შექმნილი ვითარების განსახილველად.
XS
SM
MD
LG