Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინტერვიუ კოსოვოში მყოფი ქართული ქვედანაყოფის მეთაურთან


18 მარტს, მაშინ, როცა მთელი საქართველო დაძაბული ყურადღებით

ადევნებდა თვალს აჭარაში მიმდინარე მოვლენებს, ეთნიკურმა დაძაბულობამ ახალი ძალით იფეთქა კოსოვოში, სადაც მრავალეროვნული სამშვიდობო კონტინგენტის შემადგენლობაში მეხუთე წელია ეწევიან სამსახურს ქართველი მშვიდობისდამცველები. აღსანიშნავია, რომ ქართული ასეული განლაგებულია გერმანული ბრიგადის ბაზაზე ქალაქ პრეზრენში, რომელიც ხელახალი დაძაბულობის ეპიცენტრად იქცა. თუ როგორ იმოქმედა ეთიკურმა დაპირისპრებამ ქართველი მშვიდობისდამცველების ცხოვრებაზე, ასეულის მეთაური მაიორი ტელმან მესხიძე ისაუბრებს. პრეზრენში მას ჩვენმა თბილისელმა თანამშრომელმა კობა ლიკლიკაძემ დაურეკა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG