Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უზბეკეთში საგანგებო მდგომარეობის სამინისტროს მაღალი


უზბეკეთში საგანგებო მდგომარეობის სამინისტროს მაღალი რანგის წარმომადგენლის, იანაიათ კასიმოვის განცხადებით,

უზბეკეთში საგანგებო მდგომარეობის სამინისტროს მაღალი რანგის წარმომადგენლის, იანაიათ კასიმოვის განცხადებით,
დღეს ბუხარაში თავი აიფეთქა ქალმა. დაიღუპნენ მისივე ქალიშვილი და ერთი მამაკაცი. თვით ქალი კი მძიმედ დაშავდა. კასიმოვის თქმით, ქალმა თავი აიფეთქა საცხოვრებელ სახლში პოლიციის მიერ გამოძიების წარმოებისას. აი, რა უთხრა "რადიო თავისუფლებას" ადგილობრივმა ჟურნალისტმა, ობიდ შაბანოვმა საგანგებო მდგომარეობათა სამინისტროს წარმომადგენლებთან საუბრის შემდეგ: [ობიდ შაბანოვის ხმა] "ფაროგატ დომადოვამ, დაბადებულმა 1980 წელს, თავი აიფეთქა. დაიღუპა მისი 10 წლის ქალიშვილი, რომელიც იქვე იდგა". ეს დღეს უზბეკეთში, როგორც იუწყებიან, თავის აფეთქების უკვე მეორე შემთხვევა იყო. მანამდე, პოლიციის ინფორმაციით, მამაკაცმა აიფეთქა თავი ტაშკენტში პოლიციასთან დაპირისპირების შემდეგ. ამასთან პოლიციამ უარყო ადრე გავრცელებული ცნობა, თითქოს მამაკაცს მძევლები ჰყავდა აყვანილი. კვირიდან მოყოლებული უზბეკეთში, როგორც იუწყებიან, 45-მდე ადამიანია დაღუპული ძალადობის შედეგად, რომლის წამოწყებაში მთავრობა მუსლიმან ექსტრემისტებს ადანაშაულებს.
XS
SM
MD
LG