Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

''ჰიუმან რაიტს უოჩის'' ანგარიშის მიხედვით, განსხვავებული აზრის წინააღმდეგ განხორციელებულ რეპრესიებით ხელისუფლება მტრებს იძენს


უზბეკეთში არსებული დაძაბულობის ფონზე, ამ დღეებში "ჰიუმან რაიტს უოჩმა" გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც იგი უზბეკეთის ხელისუფლებას შექმნილი კრიზისის გამო პასუხისმგებლობის თუნდაც მცირე ნაწილის საკუთარ თავზე აღებას ურჩევს.

"ჰიუმან რაიტს უოჩი" უზბეკეთის მთავრობას მაჰმადიანების წინააღმდეგ განხორციელებულ რეპრესიებში ადანაშაულებს. ანგარიში მთავრობის ხისტ პოლიტიკას პირდაპირ არ უკავშირებს მიმდინარე კვირის შეიარაღებულ გამოსვლებს. ამის მიუხედავად იგი რჩევის სახით ასკვნის, რომ უზბეკეთში რეპრესიები აუცილებლად გამოიწვევს უკმაყოფილების ზრდას და თავის მხრივ, ძალადობას გაღვივებას.

ადამიანის უფლებათა დამცველმა საერთაშორისო ორგანიზაციამ უზბეკეთის მთავრობა მაჰმადიან დისიდენტთა იმ ჯგუფის დევნაში დაადანაშაულა, ვინც სახელმწიფო კონტროლისა და აკრძალვების მიუხედავად ემსახურება თავის რელიგიურ მრწამსს.

"ჰიუმან რაიტს უოჩმა", რომლის შტაბ-ბინა ამერიკის შეერთებულ შტატებშია განთავსებული, უზბეკეთში შექმნილი მდგომარეობის ანგარიში მიმდინარე კვირაში გამოაქვეყნა. ანგარიშში ნათქვამია, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში მთავრობამ ათასობით მშვიდობიანი მაჰმადიანი დააპატიმრა. დაპატიმრებები ნაწილია სახელმწიფოს დონეზე შეთანხმებული კამპანიისა, რომელიც იმ დამოუკიდებელ მაჰმადიანთა დათრგუნვას ითვალისწინებს, რომლებიც ღვთისმსახურების რიტუალებს სკოლებსა და სხვა დაწესებულებებში აწყობენ. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ამგვარი პოლიტიკა მოსახლეობის დიდი ნაწილის კრიმინალიზებასა და იზოლირებას იწვევს. უზბეკეთში რელიგიური უმცირესობების უფლებების რღვევისადმი "ჰიუმან რაიტს უოჩის" ეს დამოკიდებულება გარკვეულწილად ასახულია ანგარიშის სათაურშიც: "სახელმწიფო მტრებს თავად იქმნის - რელიგიური დევნა უზბეკეთში".

ანგარიში სამშაბათს, 30 მარტს, სამთავრობო ძალებსა და ისლამისტ მებრძოლებს შორის დაწყებული შეიარაღებული დაპირისპირების მესამე დღეს გამოქვეყნდა.

მაშინ, როცა უზბეკეთში განვითარებულ მოვლენებში ბევრი რამ ჯერაც ბურუსითაა მოცული, მთავრობამ იჩქარა და მომხდარში რადიკალი მაჰმადიანები და მათთან დაკავშირებული საერთაშორისო მებრძოლები დაადანაშაულა. მთავრობის პოზიციისგან განსხვავებით, ამ მოვლენებში სერთაშირისო ინტერვენციას ბევრი გამორიცხავს. ადამიანთა ეს კატეგორია ფიქრობს, რომ ძალადობა თავისუფლად შეიძლება იმ ადგილობრივი ჯგუფების მიერ ყოფილიყო ორგანიზებული, ვინც წლების განმავლობაში განხორციელებულმა რეპრესიებმა გააბოროტა და ექსტრემისტად აქცია.

მთავრობის მხრიდან მოსალოდნელი ძალადობის საფრთხის გათვალისწინებით, "ჰიუმან რაიტს უოჩის" ანგარიშში დოკუმენტურად არ მოხვდა რეპრესიებით დაზარალებული ბევრი მშვიდობიანი მაჰმადიანი. დოკუმენტის ავტორი აკაიშა შილდსი აღიარებს, რომ რეპრესიებმა უზბეკეთის საზოგადოებაში დიდი უკმაყოფილება და უნდობლობა გამოიწვია.

[შილდსის ხმა] "ჩვენ ვიცით, რომ უზბეკეთის საზოგადოებაში არის რამდენიმე სეგმენტი, რომელთა წარმომადგენლებს პოლიციასთან ურთიერთობის უარყოფითი გამოცდილება აქვთ. ამდენად, სავსებით ბუნებრივია, ამ ხალხს პოლიციის მიმართ უკმაყოფილებას გრძნობდეს ან გულმოსულიც იყოს."

რელიგიური რეპრესიები უზბეკეთში ძირითადად 1991 წლიდან, დამოუკიდებლობის გამოცხადების დროიდან იწყება. მაგრამ როგორც აკაიშა შილდსი შენიშნავს, რელიგიურ ნიადაგზე დაპატიმრებების მასშტაბი საგრძნობლად გაიზარდა 1999 წლის შემდეგ.

[შილდსის ხმა] "ჩემი აზრით, ნიშანდობლივია, რომ დაპატიმრებების რიცხვი მკვეთრად გაიზარდა ტაშკენტის აფეთქებების შემდეგ. მაგრამ აპატიმრებდნენ არა მარტო აფეთქებების მომწყობთ, არამედ სრულიად უდანაშაულო მაჰმადიანებს, რომლებიც არანაირ ძალადობრივ აქტებში არ მონაწილეობდნენ და რომლებიც რაიმე სახის ძალადობაში მონაწილეობაში მთავრობასაც კი არ დაუდანაშაულებია."

"ჰიუმან რაიტს უოჩის" ანგარიში ქვეყნის მასშტაბით ხუთწლიანი კვლევის შედეგია. ანგარიში მოიცავს ინტერვიუებს 200 დაზარალებულ მაჰმადიანთან, მათ ნათესავებთან, მოწმეებთან და ოფიციალურ პირებთან. შელდი ამბებს, რომ დპატიმრებები და რელიგიური დევნა ქვეყანაში კვლავაც გრძელდება.

თავის მხრივ, მთავრობა დაპატიმრებებს ისლამისტური ექსტრემიზმისა და ტერორიზმის წინააღმდეგ წარმოებული ფრთომასშტაბიანი საომარი კამპანიით ამართლებს. დესტაბილიზაციის ფაქტზე გამოხმაურების კონტექსტში, ამ დღეებში ნახსენები იყო ვაჰაბიზმიც-ზოგადი ტერმინი, რომელშიც უზბეკეთის ოფიციალური პირები თანაბრად გულისხმობენ, როგორც შეიარაღებულ მაჰმადიანებს, ისე იმ მორწმუნეებს, რომლებიც ღვთისმსახურების აღსრულებაში სახელმწიფო აკრძალვებს არ ემორჩილებიან.

ადამიანის უფლებათა დაცვის ჰელსინკის საერთაშორისო ფედერაციის დირექტორი არონ როუდსი ამბობს, რომ მთავრობის შეხედულება წინააღმდეგობრივია.

[არონ როუდსის ხმა] "უზბეკეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი მთავრობასთან გაუცხოებულია. თუ ამ გაუცხოებამ გარკვეულ ზღვარს მიაღწია, მაშინ ტერორისტების მიმართ თანაგრძნობამდე აღარაფერი დარჩება. ეს კი არც უზბეკეთის უსაფრთხოების ინტერესებში შედის, და არც საერთაშორისო თანამეგობრობის უსაფრთხოების ინტერესებში."

31 მარტს უზბეკეთის პრეზიდენტის ისლამ ქარიმოვის სახელზე ერთობლივი წერილი გააგზავნეს ადამიანის უფლებათა დაცვის ჰელსინკის ფედერაციამ და უზბეკეთის ადამიანის უფლებათა დაცვის საზოგადოებამ. წერილში ისინი უზბეკეთის პრეზიდენტს ადამიანის უფლბების ძირეული პრინციპების დაცვისა და პატივისცემისკენ მოუწოდებენ.

ახლა ყველას ყურადღება მთავრობისაკენაა მიქცეული. როგორ განმუხტავს იგი კრიზისს? ესაა მთავარი შეკითხვა. უზბეკეთის სამართალდამცავი საგენტოების ცნობით, უკანასკნელი დღეების განმავლობაში დაახლოებით 30 ადამიანია დაპატიმრებული. დაპატიმრებათა რიცხვი, სავარაუდოდ, კიდევ გაიზრდება.
XS
SM
MD
LG