Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში, ნაღმის აფეთქების შედეგად, მსუბუქად


თბილისში, ნაღმის აფეთქების შედეგად, მსუბუქად დაშავდა სამხრეთ კავკასიაში რუსეთის შეიარაღებული ძალების ჯგუფის სარდალი

თბილისში, ნაღმის აფეთქების შედეგად, მსუბუქად დაშავდა სამხრეთ კავკასიაში რუსეთის შეიარაღებული ძალების ჯგუფის სარდალი
ალექსანდრ სტუდენიკინი. ინტერფაქსის სააგენტოს მოჰყავს თბილისის მთავარი პროკურორის, ვალერი გრიგალაშვილის სიტყვები იმის თაობაზე, რომ ნაღმი სტუდენიკინის მანქანის სიახლოვეს აფეთქდა მაშინ, როცა გენერალი სამსახურიდან შინ ბრუნდებოდა. მაგრამ ასოშიეიტედ პრესის სააგენტო, საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილეზე, კახა კობერიძეზე დაყრდნობით, იუწყება, რომ ბომბი მაშინ აფეთქდა, როცა სტუდენიკინი შინისკენ ფეხით მიემართებოდა.
XS
SM
MD
LG