Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ექსპრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე აცხადებს


საქართველოს ექსპრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე აცხადებს, რომ ,,ის რაც ეხლა აჭარაში ხდება სახელმწიფოს ნგრევის დასაწისს

საქართველოს ექსპრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე აცხადებს, რომ ,,ის რაც ეხლა აჭარაში ხდება სახელმწიფოს ნგრევის დასაწისს
ნიშნავს".
წერილში, რომელიც პრაიმ-ნიუსს მისმა გარემოცვამ მიაწოდა ექსპრეზიდენტი ამბობს, რომ ,,ის არ არის კომპეტენტური ამჟამად გაარჩიოს მტყუანი და მართალი, მაგრამ აუცილებლად უნდა მიუთითოს იმ ერთადერთ გზაზე, რომლის ფარგლებშიც არის შესაძლებელი ამ ყოველად უაზრო და დამანგრეველი კონფლიქტის დაძლევა".
,,ეს არის საქართველოს კონსტიტუციის - ქვეყნის ძირითადი კანონის დაცვა ყველა მხარის მიერ, სხვათაშორის იგივე მოთხოვნა ვრცელდება მოუგვარებელ კონფლიქტებთან დაკავშირებით, თუმცა ზოგიერთი კომპრომისული შეთანხმების დაშვება (გარკვეული დროით) შესაძლებელია".
რაც შეეხება აჭარას, შევარდნაძის განცხადებით, იგი საქართველოს სისხლი და ხორცია და იქ სეპარატიზმის თუნდაც ელემენტების დაშვებას ქართველი ხალხი და მისი ხელისუფლება ვერ შეეგუება.
ექსპრეზიდენტი მოუწოდებს ყველას, მოძებნონ შერიგების გზები და მხოლოდ მშვიდობიანი გზებით გადაწყვიტონ ყოველგვარი გაუგებრობა.
XS
SM
MD
LG