Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ ებრძვის ხელისუფლება კორუფციაში მხილებულ დავით მირცხულავას


ეგრეთ წოდებული "ვარდების რევოლუციის" შემდეგ ახალმა ხელისუფლებამ ერთ-ერთი პირველი, ვინც კორუფციაში მონაწილეობის ბრალდებით დააკავა, ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი და ენერგეტიკის

მარეგულირებელი კომისიის ყოფილი თავმჯდომარე დავით მირცხულავა იყო. მირცხულავას უკანონო ხელშეკრულებაზე ხელმოწერა და 10 მილიონის მითვისება დააბრალეს. პროკურატურის ეს ბრალდებები სასამართლომ საკმარის მტკიცებულებად მიიჩნია იმისთვის, რომ ჯანმრთელობაშერყეული მირცხულავა 6 თვით ჩაესვა ციხეში. პატიმრობის პერიოდში ყოფილმა მინისტრმა 2 ქირურგიული ოპერაცია გადაიტანა და მისი მდგომარეობა ახლაც რთულია.

ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის ყოფილ თავმჯდომარეს დავით მირცხულავას დაკავებისას გულსისხძარღვთა პრობლემები აწუხებდა, მან პროკურატურაში დაკითხვაზე მიოკარდის ინფარქტიც კი გადაიტანა. ამას დაემატა ისიც, რომ პატიმრობისას თავი იჩინა ნაღვლისა და შარდის ბუშტის დაავადებებმა და სწორედ ეს გახდა მიზეზი 5 თვის მანძილზე მეორე ოპერაციისა, რომელიც ყოფილ მთავარ ენერგეტიკოსს ეგრეთ წოდებულ არამიანცის საავადმყოფოში 18 მაისს გაუკეთეს. არასათანადო პირობების გამო ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოპერაციის ჩატარება ვერ მოხერხდა. თუმცა პენიტენციალური სისტემის წარმომადგენლებმა მირცხულავა ოპერაციიდან მეორე დღესვე მაინც ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

[ეკა ბესელიას ხმა]

ეკა ბესელია, დავით მირცხულავას ადვოკატი, იმასაც აცხადებს, საქართველოს კანონმდებლობა პირდაპირ მოითხოვს, რომ პატიმარი მისი ჯანმრთელობისთვის შესაფერის პირობებში იმყოფებოდესო. თუმცა ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არც მირცხულავას ჯანმრთელობის შესაფერისი პირობებია და არც ოპერაციის ჩასატარებლად საჭირო საშუალებები. არადა, შევარდნაძის ხელისუფლების დროინდელ ყოფილ მთავარ ენერგეტიკოსს ქირურგიული ოპერაცია კიდევ ესაჭიროება. ასეთ დასკვნას აკეთებს კარდიოლოგთა და უროლოგთა კონსილიუმი, რომელიც 2 ივნისს გაიმართა.

[ეკა ბესელიას ხმა]

ეკა ბესელიას განცხადებით, კანონი პირდაპირ მოითხოვს, რომ ქრონიკული ავადმყოფი წინასწარ პატიმრობაში არ იმყოფებოდეს.
თუმცა, მიუხედავად ამისა, პროკურატურა მაინც ვერ ახერხებს მირცხულავას საქმის გამოძიების ბოლომდე მიყვანას და სასამართლოსთვის გადაცემას.

მე შევეცადე გენერალურ პროკურატურაში დამედგინა, რა რეაგირებას მოახდენს ეს სამართალდამცავი ორგანო მირცხულავას ჯანმრთელობის გაუარესებაზე. პროკურატურის პრესცენტრში მხოლოდ ის მითხრეს, რომ გამოძიებას ჯერ კიდევ აქვს 1 თვე გამოძიების ბოლომდე მისაყვანად. მირცხულავას ადვოკატი ეკა ბესელია კი აცხადებს, რომ მირცხულავა ისჯება არა დანაშაულის ჩადენის, არამედ ფულის გადაუხდელობის გამო. მისივე ინფორმაციით, ენერგეტიკის ყოფილ მინისტრს პროკურატურამ უკვე შესთავაზა ეგრეთ წოდებულ გირაოდ თუ ბიუჯეტის სასარგებლოდ მილიონების გადახდა.
XS
SM
MD
LG