Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ტელეფონით


საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ტელეფონით ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ტელეფონით ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს.
საინფორმაციო სააგენტო "იტარ-ტასის" ცნობით, პუტინის პრეს-მდივანმა ალექსეი გრომოვმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტებს შორის გაიმართა "კონსტრუქციული და დეტალური დისკუსია" საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზე. გრომოვს არსებითი დეტალები არ მოუყვანია, საინფორმაციო სააგენტო "მედია-ნიუსის" ცნობით კი პრეზიდენტების საუბარი სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებულ საკითხებსაც შეეხო. დღესვე საქართველომ ოფიციალური პროტესტით მიმართა რუსეთს, ცხინვალის რეგიონში დამატებითი შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის შეტანის გამო. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს გამოშვებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 11 ივნისს გვიან ღამით რუსეთის ფედერაციის მხრიდან როკის გვირაბის გავლით ცხინვალის რეგიონში შევიდა ავტოკოლონა, რომლის მიერაც რეგიონში შეტანილია დამატებითი შეიარაღება - ქართული მხარის ინფორმირების გარეშე. საქართველო საერთაშორისო ორგანიზაციებსა და მეგობარ ქვეყნებს მიმართავს თხოვნით, სათანადო შეფასება მისცენ ცხინვალის რეგიონში ბოლო პერიოდში მიმდინარე პროცესებს.
XS
SM
MD
LG