Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

,,რესპუბლიკური პარტიის” ოთხმა წარმომადგენელმა ოთხშაბათს


,,რესპუბლიკური პარტიის” ოთხმა წარმომადგენელმა ოთხშაბათს საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა.

,,რესპუბლიკური პარტიის” ოთხმა წარმომადგენელმა ოთხშაბათს საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა.
როგორც ოთხშაბათს პარლამენტის სხდომაზე ,,რესპუბლიკური პარტიის” ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა განაცხადა, მასთან ერთად უმრავლესობას ტოვებენ ლევან ბერძენიშვილი, ივლიანე ხაინდრავა და თემურ ნერგაძე. მისი თქმით, უმრავლესობიდან გასვლის მიზეზია ის, რომ აჭარაში გაყალბდა 20 ივნისს ჩატარებული უმაღლესი საბჭოს არჩევნები, ამასთან, ,,რესპუბლიკელები” არ ეთანხმებიან აჭარის სტატუსის ისეთ მოდელს, რაც ხელისუფლებამ წარადგინა პარლამენტში. ეს არის შეტევა მთელი ქვეყნის მასშტაბით დემოკრატიაზე, - განაცხადა ბერძენიშვილმა. ,,რესპუბლიკელების” უმრავლესობიდან გასვლის გამო, სხდომაზე წუხილი გამოთქვა პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ.

XS
SM
MD
LG