Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს ვაზიანის სამხედრო ბაზაზე დამთავრდა


დღეს ვაზიანის სამხედრო ბაზაზე დამთავრდა საქართველო-ბრიტანეთის ერთობლივი სამხედრო-საველე წვრთნა

დღეს ვაზიანის სამხედრო ბაზაზე დამთავრდა საქართველო-ბრიტანეთის ერთობლივი სამხედრო-საველე წვრთნა
- “ჯორჯიან-ექსპრეს-2004”. თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით, პრაიმ-ნიუსის სააგენტო იუწყება, რომ ღონისძიებაზე ქართველმა და ბრიტანელმა ჯარისკაცებმა ტერორისტთა დაკავების ოპერაციების მოწყობაში ივარჯიშეს. სასწავლო ოპერაციაში, საქართველოს შეიარაღებული ძალების “კომანდოსის” ბატალიონის 400-მდე სამხედრო მოსამსახურესთან ერთად, მონაწილეობდნენ ბრიტანელი ინსტრუქტორები და სამხედრო მოსამსახურეები. საქართველო-ბრიტანეთის ერთობლივი სამხედრო-საველე წვრთნა “ჯორჯიან-ექსპრეს-2004” დასრულდა, მაგრამ მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ასეთი სასწავლო ღონისძიებები და ერთობლივი საწვრთნელი პროგრამები მომავალშიც გაგრძელდება.
XS
SM
MD
LG