Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკედონიის ქალაქ სტრუგაში წუხელ, როგორც


მაკედონიის ქალაქ სტრუგაში წუხელ, როგორც იუწყებიან, 30-მდე ადამიანი დაშავდა საპროტესტო გამოსვლის დროს.

მაკედონიის ქალაქ სტრუგაში წუხელ, როგორც იუწყებიან, 30-მდე ადამიანი დაშავდა საპროტესტო გამოსვლის დროს.
დემონსტრანტები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ გეგმის გამო, რომელიც ითვალისწინებს ადგილობრივ მმართველობაში ეთნიკური ალბანელებისათვის მეტი ძალაუფლების მინიჭებას. დემონსტრანტები ქვებს და ბოთლებს ისროდნენ, დაზიანდა ავტომანქანები. მაკედონიის მოსახლეობის - 2 მილიონამდე ადამიანის - 25-მდე პროცენტს ალბანელები შეადგენენ და მათთვის მეტი ძალაუფლების მინიჭებას ითვალისწინებს 2001 წლის ოჰრიდის შეთანხმება. მან ბოლო მოუღო შეტაკებებს მაკედონიის უშიშროების ძალებსა და ეთნიკური ალბანელების რაზმებს შორის.
XS
SM
MD
LG