Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ ტოვებს ''ექიმები საზღვრებს გარეთ'' ავღანეთს?


"ექიმები საზღვრებს გარეშე" - პირველი საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია იქნება, რომელიც ავღანეთის ტერიტორიას დატოვებს

ასეთი გადაწყვეტილება ორგანიზაციამ 28 ივლისს მიიღო. " მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი ორგანიზაცია, რომელსაც თავის მუშაობა არ შეუწყვეტია ავღანეთში საბჭოთა ოკუპაციისა და თალიბების რეჟიმის განმავლობაში, იძულებული ხდება 24 საათის განმავლობაში შეაჩეროს დახმარების პროგრამები სამოქალაქო ომისაგან ავღანეთში.

პირველი მიზეზი, რის გამოც საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია - "ექიმები საზღვრებს გაერშე" - ავღანეთის ტერიტორიის დატოვებას აპირებს, მათი წევრების დაუცველობაა. ივნისის დასაწყისში ავღანეთის ჩრდილო-დასავლეთ ბადგაშის პროვინციაში მომხდარი თავდასხმის დროს, ორგანიზაციის 5 თანამშრომელი დაიღუპა. როგორც ორგანიზაციის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა კენი გლუკმა ოთხშაბთს ქაბულში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, სუსტად უზრუნველყოფილი უსაფრთხოების პირობებში, მათი ორგანიზაცია შეუძლებლად მიიჩნევს მოღვაწეობის გაგრძელებას.

მეორე მიზეზი კი ორგანიზაციის თანამშრომლების დაღუპვის მიმართ ავღანეთის ხელისუფლების გულგრილი დამოკიდებულებაა. თვდაპირველად, ავღანეთის მაღალი რანგის ოფიციალური პირები ვარაუდობდნენ, რომ მკვლელობის უკან ადგილობრივი პოლიციის უფროსი იდგა. მაგრამ კენი გლუკის თქმით, ავღანეთის მთავრობამ არაფერი გააკეთა, რათა მომხრადიყო მკვლელობის ობიექტური გამოძიება.

[კენი გლიკის ხმა] "საქველმოქმედო ორგანიზაციის თანამშრომლების საქმიანობის სუსტად ორგანიზებული უსაფრთხოება, სამწუხაროდ, ადასტურებს, რომ ავღანეთის ხელისუფლება ან უძლურია ან ნებისყოფა არ შესწევს, რათა ამ ბარბაროსულ ფაქტზე ჩაატაროს ისეთი გამოძიება, რაც პატივისცემას დაიმსახურებდა, პასუხი აგებინოს დამნაშავეებს სამართლის წინაშე."

"ექიმები საზღვრებს გარეშე" ავღანეთში მისიის შეწყვეტის მიზეზად შეერთებული შტატების მეთაურობით მოქმედ კოალიციურ ძალებსაც ასახელებენ. ორგანიზაციის გენერალურმა მდივნმა მარინე ბისონიერმა 28 ივლისს გამართულ პერსკონფერენციაზე განაცხადა, რომ ამერიკელი სამხედროები ავრცელდებდნენ სააგიტაციო ფურცლებს, რომელშიც მოუწოდებდნენ ავღანელებს, რომ თუკი სურდათ გაგარძელებულიყო დახმარება, მიეწოდებინათ ინფორმაცია ამბოხებულების შესახებ.

[მარინე ბუსონერის ხმა] " ჩვენ ვფიქრობთ, რომ კოალიციამ თავისი წვლილი შეიტანა ჩვენი სახელის გატეხაში. კოალიცია გამუდმებით ცდილობს, გამოიყენოს ჰუმანიტარული დახმარება, როგორც მოსყიდვის ფორმა, საკუთარი სამხედრო და პოლიტიკური ამბიციების დასაკმაყოფილებლად."

როგორც ორგანიზაცია "ექიმები საზღვრების გარეშე" მიიჩნევს, ამ ფაქტის გამო მათ დაკარგეს ნდობა უბრალო ავღანელების თვალში, რომლებიც საქველმოქმედო ორგანზიაციასაც კოლიციასთან აიგივებენ. თუმცა, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ადამ ერელიმ ოთხშაბათს გადაჭრით უარყო ბრალდება, თითქოს ვაშინგტონს როდესმე ჰუმანიტარული ორგანიზაციების მუშაობა სამხედრო ოპერაციებთან დაეკავშირებინოს.

[ადამ ერელის ხმა] " არ არსებობს არავითარი საფუძველი ამგვარი ბრალდებისათვის. ჩვენ არასოდეს დაგვიკავშირებია დახმარება სამხედრო ოპერაციასთან. ჩვენ გადაჭრით უარვყოფთ, თითქოს ჩვენი საქმიანობა საფრთხეს უქმნიდეს საქველმოქმედო ორგანიზაციათა წევრების მუშაობას ავღანეთში."

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაცია "ექიმების საზღვრებს გარეშე" ავღანეთის 13 პროვინციაში აწარმოებს საქველმოქმედო მუშაობას და ამ საქმისათვის, ბოლო დრომდე. მობილიზებული ჰყავდა 80 საერთაშოროსო და 1400 თანამშრომელი. ამასთან, ავღანეთში საქმიანობის შეწყვეტის შესაძლებლობას არ გამორიცხავს საერთაშორისო ორგანზიაცია "ზრუნვა", თუკი მათი წევრების სიცოცხლეს ასევე დაემუქრებათ საფრთხე.

ასეთი აღიარებული ორგანიზაციის გადაწყვეტილებამ, შეაჩეროს მოქმედება ავღანეთში, ამ ქვეყნის პრეზიდენტის ჰამიდ კარზაისა და კოალიციის ხელმძღვანელობის შეშფოთება გამოიწვია. მათ მოუწოდეს საქველმოქმედო ორგანზიაციას, არ შეწყვიტოს მუშაობა და ჰპირდებიან, რომ იზრუნებენ მათი თანამშორომლების უსაფრთხოებაზე.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG