Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენად რეალურია ''ახალი აფხაზეთის'' განმეორება ყოფილ სამხრეთ ოსეთში?


14 აგვისტოს 12 წელი შესრულდა აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან.

სამხედრო კონფლიქტი, რომლის დაწყების მიზეზები უახლოეს ქართულ ისტორიაში შესწავლილი და გამოძიებული არ არის, სეპარატისტების გამარჯვებით, დიდი მსხვერპლითა და აფხაზეთიდან ქართული მოსახლეობის გამოძევებით დასრულდა. არსებობს მოსაზრება, რომ ქართული სახელმწიფოს მარცხი წელიწადნახევრიან საომარ მოქმედებებში შეიარაღებული ძალების დაბალი ორგანიზების გარდა, უწინარესად რუსეთის საშუამავლო მისიისადმი გულუბრყვილო ნდობამ განაპირობა. მოსკოვის კარნახით ხელმოწერილი შეთანხმება ცალმხრივად ირღვეოდა სეპარატრისტების მხრიდან, რომლებმაც ჯერ განიარაღებული ქალაქი გაგრა აიღეს და შემდეგ დემილიტარიზებული სოხუმი. სწორედ ამიტომ, ბევრს ავბედითად ენიშნა აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყების წლისთავზე, ცეცხლის შეწყვეტისა და დემილიტარიზების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებასთან.
ყოველ 14 აგვისტოს, აფხაზეთში საომარი მოქმედების წლისთავზე საქართველოს ბევრი მოქალაქის ოჯახში სევდიანი განწყობა სუფევს. ზოგი დაღუპულ ახლობელს იხსენებს, ზოგი დანგრეულ სახლ-კარს, ზოგიც კი საქართველოს მოწყვეტილ უმშვენიერეს კუთხეს. ყველას კი, საქმე საქმეზე რომ მიდგება, გულს უღრღნის ერთი კითხვა: ვინ არის დამნაშავე? ასეთთა შორის არის თბილისელი ვლადიმერ დობორჯგინიძე, როემლიც შვილის ცხედარს 11 წელია ამაოდ დაეძებს. ვლადიმერ დობორჯგინიძის ვაჟი 25 წლის ზურაბ დობორჯგინიძე, რომელიც აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს, ჟიული შარტავას ბოლო წუთებამდე იცავდა, აფხაზმა სეპარატისტებმა 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმში, 9 აპრილის მემორიალთან დახვრიტეს.

[ვლადიმერ დობორჯგინიძის ხმა] "

სოხუმის დამცველები მართლაც ძალიან მცირე რაოდენობის საბრძოლო მასალით, ორი კვირის განმავლობაში თითქმის შიშველი ხელებით იცავდნენ მასირებულ შეტევას ავტონომიის დედაქალაქზე. მანამდე კი მოვლენები ასე ვითარდებოდა. 1993 წლის მაისში ხელმოწერილი შეთანხმება, რომელიც ცეცხლის შეწყვეტას და სოხუმის, გუმისთის ხიდიდან დაპირისპირებული სამხედრო ძალების 24 კილომეტრით დაშორიშორებას გულისხმობდა, აფხაზებმა არ შეასრულეს. მოსკოვის იმედზე მყოფმა საქართველოს ხელისუფლებამ კი ზედმეტი გულმოდგინება გამოიჩინა და არტილერია და მძიმე ტექნიკა სოხუმიდან ბარჟებით ოჩამჩირესა და ფოთში გადაიტანა. თადარიგში მყოფი გენერალი კობა კობალაძე, რომელიც 14 აგვისტოდან მოყოლებული იბრძოდა აფხაზეთში, იხსენებს, რომ პოლიტიკური ხელმძღავნელობის ამგვარმა წინდაუხედავად გადაწყვეტილებამ საბედისწერო როლი ითამაშა.

[კობა კობალაძის ხმა]

11 წლის წინ, როდესაც სოხუმის მასირებული საარტილერიო დაბომბვა წარმოებდა, შეკითხვაზე, თუ რატომ ანრგევდა საკუთარი ავტონომიის დედაქალაქს, სეპარატისტთა ლიდერმა ვლადისლავ არძინბამ რუს ჟურანალისტებს უპასუხა: "ჩვენ არ გვჭირდება ქალაქები, ჩვენ გვჭირდება ტერიტორია". მიუხედავად იმისა, რომ ისტორიას არ უყვარს პირდაპირი ანალოგიები, ოს სეპარატისტთა ლიდერ ედუარდ კოკოითსაც აფხაზი კოლეგის მსგავსად, სურს ტერიტორიების გაფართოება, დიდი და პატარა ლიახვის ქართული სოფლების ხარჯზე. შესაბამისად, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელმოწრელი შეთანხმება სულაც არ არის იმის აბსოლუტური გარანტია, რომ ოს სეპარატსტთა ლიდერი ამ განზრახვზე ხელს აიღებს, ამბობს გაზეთ "კვირის პალიტრის" სამხედრო მიმომხილველი ირაკლი ალადაშვილი.

[ირაკლი ალადაშვილის ხმა]


თუმცა, სამხრეთი ოსეთის ტერიტორიაზე "ახალი სოხუმის" განმეორებას სრულიად გამორიცხავს საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძე, რომელიც ნიშნის მოგებით ამბობს, რომ ისტორიის კალენდარზე დღეს 2004 წლის აგვისტოა და არა 1993 წლის სექტემბერი. თანაც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ცხინვალში ხელმოწერილი შეთანხმება ფარატინა ქაღალდად დარჩება თბილისისათვის მანამ, სანამ არ შესრულდება საქართველოს მხარის მიერ წამოყენებული ყველა პირობაო, დასძენს გივი თარგამაძე.

[გივი თარგამაძის ხმა]

და მთავრი გარანტია იმისა, რომ არ განმეორდეს 12 წლის წინანდელი მოვლენები ყოფილ სამხრეთ ოსეთში, არის საქართველოს სამხედრო ძალების ორგანიზებულობისა და საბრძოლო პოტენციალის მაღალი ხარისხი. საქართველოს შეიარაღებულ ძალებს აბსოლუტურად ყველა სახეობაში გადამწყვეტი უპირატესობა აქვს სეპარატისტებზეც და მათ მხარდამჭერ რუს მოქალაქეებზე. და რაც მთავარია, ამბობს აფხაზეთის ომის ვეტერანი, თადარიგის გენერალი კობა კობალაძე, ქართველმა სამხედროებმა იციან, რომ მათ ზურგს უმაგრებს სახელმწიფო, რომელიც არ დატოვებს მათ სხვების იმდეზე.

[კობა კობალაძის ხმა]

ნიშანდობლივია, რომ პარასკევს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელმოწერილი შეთანხმებიდან რამდენიმე საათში ოსური მხარიდან ატეხილი სროლის შედეგად ერთი ქართველი ჯარისკაცი დაიჭრა. დაჭრილ ქართველ ჯარისკაცთა რაოდენობამ რაოდენობამ კვირას უკვე შვიდს მაიღწია. ამ ინცინდენტის შემდეგ საქართველოს ხელისუფლება კიდევ უფრო მეტი სიფრთხილით ეკიდება მოწინაამდეგე მხარის მიერ მიცემულ პირობას.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG