Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში ოპოზიციური პარტია


ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში ოპოზიციური პარტია "სახალხო ლიგის" შტაბ-ბინასთან აფეთქების შედეგად სულ ცოტა რვა ადამიანი დაიღუპა და ათობით დაიჭრა.

ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში ოპოზიციური პარტია "სახალხო ლიგის" შტაბ-ბინასთან აფეთქების შედეგად სულ ცოტა რვა ადამიანი დაიღუპა და ათობით დაიჭრა.
აფეთქება მოხდა მიტინგის დროს, რომელზეც გამოდიოდა პარტიის ლიდერი, ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ჰასინა ვეზედი. იგი არ დაშავებულა. ეს ქვეყნის ოპოზიციაზე უკვე მეორე თავდასხმაა უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში. ორი კვირის წინათ აფეთქების შედეგად მისი ერთ-ერთი ლიდერი დაიღუპა ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ სილჰეთში.
XS
SM
MD
LG