Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიშელ


საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიშელ ბარნიე სასწრაფოდ მიემგზავრება ახლო აღმოსავლეთში, რათა ერაყში მოტაცებული ორი ფრანგი

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიშელ ბარნიე სასწრაფოდ მიემგზავრება ახლო აღმოსავლეთში, რათა ერაყში მოტაცებული ორი ფრანგი
ჟურნალისტის გათავისუფლებაზე იზრუნოს. ამის შესახებ საზოგადოებას ტელევიზიით აუწყა საფრანგეთის პრეზიდენტმა ჟაკ შირაკმა. ჟურნალისტები ჟორჟ მალბრიუნო და კრისტიან შენო შეპყრობილი ჰყავს ექსტრემისტულ დაჯგუფებას სახელწოდებით "ერაყის ისლამური არმია", რომელიც მოითხოვს, რომ დაუყოვნებლივ გაუქმებულ იქნეს საფრანგეთის სასწავლო დაწესებულებებში რელიგიური ატრიბუტიკის ტარების ამკრძალავი კანონი. კერძოდ, საქმე ეხება მაჰმადიანი ქალებისთვის თავსაფრების ტარების აკრძალვას.
XS
SM
MD
LG