Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეუთო მზად არის, ხელი შეუწყოს


ეუთო მზად არის, ხელი შეუწყოს ყირგიზეთის არჩევნებთან დაკავშირებულ ინიციატივას,

ეუთო მზად არის, ხელი შეუწყოს ყირგიზეთის არჩევნებთან დაკავშირებულ ინიციატივას,
რომელიც 27-28 აგვისტოს გამართულ კონფერენციაზე გამოითქვა. კონფერენციაში მონაწილეობდნენ ყირგიზეთის საარჩევნო კომისიის წევრები, ადგილობრივ პოლიტიკურ პარტიათა ლიდერები, მეთვალყურეები და ეუთოს დელეგაციის წევრები. კონფერენციის მონაწილეებმა მიიღეს ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების დეკლარაცია და მეთვალყურეთათვის ტრეინინგის ჩატარების პროგრამა. კონფერენციაზე განიხილეს ყირგიზეთის საარჩევნო კოდექსის დაცვის, საარჩევნო სიების მოწესრიგების, კანდიდატთა რეგისტრაციისა და არჩევნების მონიტორინგის საკითხები. საპარლამენტო არჩევნები ყირგიზეთში 2005 წლის თებერვალში, ხოლო საპრეზიდენტო არჩევნები იმავე წლის ნოემბერში ჩატარდება.
XS
SM
MD
LG