Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

9 სექტემბრიდან საქართველოში ახალი, გამატივებული

9 სექტემბრიდან საქართველოში ახალი, გამატივებული სავიზო რეჟიმი ამოქმედდება. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, საქართველოში ჩამომსვლელ ტურისტებს შესაძლებლობა მიეცემათ ვიზები მიიღონ საქართველოს საკონსულოებში, აეროპორტებში და საზღვარზე.

ეს წესი გავრცელდება აბსოლუტურად ყველა ქვეყნის ტურისტზე, რომელიც საქართველოში ჩამოსვლას გადაწყვეტს. იმისათვის, რომ რუსეთისა და თურქეთის შემთხვევაშიც იგივე წესები გავრცელდეს, ზურაბიშვილის განცხადებით, უნდა გადაიხედოს ამ ორ ქვეყანასთან უკვე არსებული ხელშეკრულებები. დაზუსტებულია ფასებიც: ერთთვიანი ვიზა 10 დოლარი ეღირება, სამთვიანი – 30, ხოლო ერთწლიანი – 100 დოლარი.
მინისტრის განცხადებით, ყოველივე ეს საქართველოში ტურიზმის ხელშეწყობისათვის კეთდება. ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის - საბა კიკნაძის თქმით, საქართველოში, რომელიც ტურიზმს პრიორიტეტულ დარგად მიიჩნევს, ვიზების გაცემის სისტემა აბსოლუტურად არაადექვატური იყო.
XS
SM
MD
LG