Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ მძევლობიდან გაათავისუფლა


ერაყში ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ მძევლობიდან გაათავისუფლა თურქი მძღოლი

ერაყში ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ მძევლობიდან გაათავისუფლა თურქი მძღოლი
- მას შემდეგ, რას მისმა კომპანიამ უარი განაცხადა ამერიკელებთან შემდგომ თანამშრომლობაზე. აგვისტოში ექსტრემისტებმა ორი თურქი მძევალი მოკლეს. რამდენიმე მძღოლი გაათავისუფლეს, როცა მათმა დამქირავებელმა ფირმებმა დააკმაყოფილეს ექსტრემისტების მოთხოვნა და დატოვეს ერაყი. დღესვე გაათავისუფლეს სამი იორდანიელი და ერთი სუდანელი მძევალი. მძევლად აყვანილი ორი ფრანგი ჟურნალისტის გამტაცებლებმა მათი გათავისუფლების სანაცვლოდ ხუთი მილიონი დოლარი მოითხოვეს. შესაბამისი ულტიმატუმი დღეს ერთ-ერთ ისლამისტურ ინტერნეტ-გვერდზე გაჩნდა. გარდა ამისა, გამტაცებლები საფრანგეთისგან მოითხოვენ, 48 საათის მანძილზე ზავი დადოს ოსამა ბინ ლადენთან და უარი თქვას ყოველგვარ კავშირზე ერაყის ამჟამინდელ ხელისუფლებასთან.
XS
SM
MD
LG