თურქეთის პრემიერ მინისტრი რეჯეფ ტაიფ ერდოანი აფრთხილებს ევროკავშირს
არ ჩაერიოს თურქეთის საშინაო საქმეებში. [ერდოანის ხმა] "ჩვენ არ ვერევით სხვა ქვეყნის საშინაო საქმეებსა და საპარლამენტო მუშაობაში და არავის აქვს უფლება ჩვენს საშინაო საქმეებსა და პარლამენტის მუშაობის გრაფიკში ჩაერიოს" ერდოანის განცხადება მოჰყვა ევროკომისიის დღევანდელ განცხადებას თურქეთის სისხლის სამართლის კოდექსის რეფორმის შესახებ. ერდოანის სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ სისხლის სამართლის კოდექსის პაკეტი გუშინ გამოიტანა პარლამენტიდან მას შემდეგ, რაც მემარცხენე-ცენტრისტულმა ოპოზიციამ დაბლოკა მისი მიღება, რადგან ცოლ-ქმრული ღალატის სისხლის სამართლის დანაშაულად მიჩნევის წინააღმდეგი იყო. ევროკომისიის წარმომადგენელი ჟან-ქრისტოფ ფილორი ამბობს, რომ ცოლქმრული ღალატის კრიმინალიზაცია თურქეთის ევროპეიზაციას საფრთხის ქვეშ დააყენებს. 6 ოქტომბერს ევროკომისიამ უნდა გამოაქვეყნოს ანგარიში თურქეთის შესახებ, რომელზე დაყრდნობითაც გადაწყდება დაიწყებს თუ არა ევროკავშირი თურქეთთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს.