Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი ხაინდრავას თქმით, საქართველო


გიორგი ხაინდრავას თქმით, საქართველო მზად არის პანკისის ხეობაში ნებისმიერი ტიპის მონიტორინგის ჩასატარებლად

გიორგი ხაინდრავას თქმით, საქართველო მზად არის პანკისის ხეობაში ნებისმიერი ტიპის მონიტორინგის ჩასატარებლად

“ნებისმიერი სხვა ქვეყანის მსგავსად, არც საქართველოა დაზღვეული, რომ ჩვენს ტერიტორიაზე, მათ შორის – პანკისშიც იმყოფებოდეს ხალხი, რომელიც ტერორისტებს უთანაგრძნობს. ასევე არ გამოვრიცხავ იქ რომელიმე ტერორისტის ყოფნას, მაგრამ ეს ტენდენცია არ არის. ამიტომ სავალალო შედეგების თავიდან ასაცილებლად, უნდა ვითანამშრომლოთ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში” – აცხადებს საქართველოს სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში.რიგაში სამუშაო ვიზიტით მყოფი გიორგი ხაინდრავა აღნიშნავს იმასაც, რომ საქართველო მზად არის პანკისის ხეობაში ნებისმიერი ტიპის მონიტორინგის ჩასატარებლად. პანკისის ხეობის საკითხთან დაკავშირებით, მინისტრი დადებითად აფასებს თანამშრომლობას როგორც შეერთებულ შტატებთან, ასევე – რუსეთთანაც. მისი თქმით, საქართველოს ამ მხრივ არაფერი აქვს დასამალი.
XS
SM
MD
LG