Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კვირას საქართველოს საზღვარი დაარღვია რუსეთის


კვირას საქართველოს საზღვარი დაარღვია რუსეთის სამხედრო თვითმფრინავმა,რომელიც შატილის მონაკვეთზე 1000 მეტრის სიმაღლეზე შემოფრინდა

კვირას საქართველოს საზღვარი დაარღვია რუსეთის სამხედრო თვითმფრინავმა,რომელიც შატილის მონაკვეთზე 1000 მეტრის სიმაღლეზე შემოფრინდა
და საზღვრის გასწვრივ 18 კილომეტრის ფრენის შემდეგ უკან გაბრუნდა. საქართველოს რეაქცია ამ ფაქტზე გახლდათ თავდაცვის მინისტრ გიორგი ბარამიძის განცხადება. მან თქვა, რომ რუსული თვითმფრინავის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევაზე საქართველო რეაგირებას დიპლომატიური არხების საშუალებით მოახდენს. შაბათს ღამით ოსური მხრიდან დაიბომბა დიდი ლიახვის ხეობა. მსხვერპლის შესახებ ცნობილი არ არის. ცნობილია, რომ ერთ-ერთი ნაღმი ივანე მაჩაბლის სახლ-მუზეუმს მოხვდა. საქართველოს სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გიორგი ხაინდრავა აცხადებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია მზად არის ედუარდ კოკოითთან შესახვედრად. ხაინდრავას თქმით, შეხვედრისთვის ოპტიმალურ ადგილს ვლადიკავკაზი წარმოადგენს. ვარაუდობენ, რომ შეხვედრა სექტემბრის ბოლოს ჩატარდება. ზურაბ ჟვანიასთან შეხვედრისთვის მზადყოფნა კოკოითმა მოსკოვში ყოფნისას ჟურნალისტების წინაშე დაადასტურა.
XS
SM
MD
LG