Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გავრცელებული ინფორმაციით, ჩეჩენმა მეამბოხეებმა, თავდასხმის


გავრცელებული ინფორმაციით, ჩეჩენმა მეამბოხეებმა, თავდასხმის შედეგად, ოთხი რუსი ჯარისკაცი მოკლეს

გავრცელებული ინფორმაციით, ჩეჩენმა მეამბოხეებმა, თავდასხმის შედეგად, ოთხი რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ჩეჩნეთის პრო-რუსული ორიენტაციის შინაგან საქმეთა მინისტრის ცნობით, თავდასხმა გროზნოს სამხრეთით, კურჩალოის რეგიონის სოფელ მაირტუპში მოხდა. პარალელურად, “ინტერფაქსი” იტყობინება სოფელ ალეროიში მომხდარი თავდასხმის შესახებ. ხსენებული სოფელი გროზნოდან 50 კილომეტრით არის დაშორებული. ინციდენტის დროს იქ, ორი ჩეჩენი მეამბოხე დაიღუპა, ხოლო ორი მშვიდობიანი მოქალაქე – დაშავდა. “იტარტასის” მიერ გავრცელებული ცნობით კი, ჩეჩნების შეიარაღებულმა ჯგუფმა, სოფელ ავტურისთან, პოლიციის საგუშაგოს შეუტია. თავდასხმის შედეგად, ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე დაიჭრა.
XS
SM
MD
LG