Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში აფეთქებების მთელმა სერიამ, სულ


ერაყში აფეთქებების მთელმა სერიამ, სულ მცირე, 46 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, დაჭრილია 200-ზე მეტი კაცი.

ერაყში აფეთქებების მთელმა სერიამ, სულ მცირე, 46 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, დაჭრილია 200-ზე მეტი კაცი.
დაღუპულების უმრავლესობა ბავშვები არიან. ისინი ბაღდადში წყლის გადამქაჩავი ახალი სადგურის გახსნას ესწრებოდნენ, როცა ორი ბომბი აფეთქდა. სულ მალე, ამ ადგილიდან 1 კილომეტრში კიდევ ერთი ბომბი აფეთქდა - ის ერაყის ეროვნული გვარდიის საგუშაგოსთან. დღესვე ბრიტანეთში, მმართველი ლეიბორისტული პარტიის ყრილობაზე უარყვეს ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებდა ერაყიდან ბრიტანული ჯარების რაც შეიძლება მალე გაყვანას. ლეიბორისტებში (პრემიერ-მინისტრ ტონი ბლერის პარტიაში) დიდი განხეთქილება სუფევს ერაყში ომისადმი ტონი ბლერის მთავრობის აქტიური მხარდაჭერის გამო. იუწყებიან აგრეთვე, რომ ერაყის დროებითი მთავრობის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა იად ალაუიმ ლონდონში ვიზიტისას მადლობა გადაუხადა ქვეყნებს, რომელთაც ერაყში ჯარები ჰყავთ გაგზავნილი და გააკრიტიკა ჯარების მალე გაყვანის იდეა. იქვე ალაუიმ თანაგრძნობა გამოხატა ერაყში მძევლად აყვანილი ბრიტანელი მოქალაქის, კენეთ ბიგლის მიმართ.
XS
SM
MD
LG