Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იორდანიის სატრასპორტო კომპანია "სტარლაინის გენერალური


იორდანიის სატრასპორტო კომპანია "სტარლაინის გენერალური დირექტორი მოჰამედ

იორდანიის სატრასპორტო კომპანია "სტარლაინის გენერალური დირექტორი მოჰამედ
სამე აჯლუნი აცხადებს, რომ ის დაუყოვნებლივ წყვეტს საქმიანობას ერაყში. საქმე ის გახლავთ, რომ გავრცელდა ვიდეო-ფირი, რომელზეც ერაყელების მიერ შეპყრობილი "სტარლაინის" იორდანიელი თანამშრომელი შველას ითხოვს. გამტაცებლები კი მისი სიცოცხლის სანაცვლოდ იორდანიული კომპანიის მიერ ერაყის დატოვებას ითხოვენ. ინტერნეტით გავრცელდა აგრეთვე განცხადება, რომელშიც ერაყში მოქმედი ერთ-ერთი შეიარაღებული დაჯგუფება ორი ლიბანელი მძევლის მოკვლით იმუქრება, თუკი ბეირუთი საკუთარ მოქალაქეებს ამერიკელ სამხედროებზე მუშაობას არ აუკრძალავს. რადიკალური ისლამური დაჯგუფება "ასნარ ალ-სუნას არმიამ" კიDსაკუთარი საინტერნეტო გვერდის საშუალებით გაავრცელა ვიდეო-მასალა, რომელზეც ერაყელი მამაკაცის თავის მოკვეთა იყო ასახული. მსხვერპლმა სიკვდილამდე თავი წარმოადგინა, როგორც ბარე ნაფე დაუდ იბრაჰიმმა, რომელიც ამერიკელ სამხედროთა ბანაკში, ბაღდადის ჩრდილოეთში მუშაობდა. შაბათსვე ინდონეზიის პრეზიდენტი მეგავატი სუკარნოპუტრი არაბულენოვან სატელევიზიო არხ "ალ-ჯაზირას" ეწვია და მისი ეთერით ერაყში ორი ინდონეზიელი ქალის დამატყვევებლებს მათი განთავისუფლება მოსთხოვა. ისლამური არმია ინდონეზიელი ქალების მუსულმანი სასულიერო პირის აბუ ბაქარ ბაშირში გაცვლას ითხოვს. ეს უკანსკნელი ინდონეზიაშია დაკავებული. აბუ ბაქარ ბაშირის ადვოკატი აცხადებს, რომ მის კლიენტს მხოლოდ სამართლებრივი გზით სურს თავისუფლების მოპოვება. ბაშირი 2002 წლიდან არის დაკავებული საინიგრაციო პროცედურის დარღვევის გამო. ბრალმდებლები აპირებენ მას ალ-ყაიდასთანდ დაკავშირებული ჯგუფის ჯემა ისლამიას ხელმძღვანელობა დასდონ ბრალად.
XS
SM
MD
LG