Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გამოვიდა


დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გამოვიდა ჩეჩნეთის ახალი პრეზიდენტი ალუ ალხანოვი.

დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გამოვიდა ჩეჩნეთის ახალი პრეზიდენტი ალუ ალხანოვი.
მან ჩეჩნეთში ვითარების გაუმჯობესებაზე ილაპარაკა: [ალხანოვის ხმა] “მართლაც, ვითარება ჩეჩნეთში -ვგულისხმობ სოციალურ-პოლიტიკურ ვითარებას - რთულია. რთულია, მაგალითად კრიმინოგენული ვითარება. მაგრამ მთლიანობაში, როგორც სოციალურ-პოლიტიკური, ისე კრიმინოგენული ვითარება ჩეჩნეთში კონტროლირებადია და გაუმჯობესების მტკიცე ტენდენციას მოიცავს”. ალხანოვი ირწმუნება ასევე, რომ ჩეჩნეთში უმჯობესდება ადამიანის უფლებების დაცვა - შემცირდა მძევლად აყვანის შემთხვევები. მაგრამ ალხანოვის ეს შეფასება ეწინააღმდგება ევროსაბჭოს ინფორმაციას, რომლის მიხედვით ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ, ჩეჩნეთში ისევ მძიმე მდგომარეობაა.
XS
SM
MD
LG