Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა და


აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა და მისმა მთავარმა მეტოქემ მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე ჯონ კერიმ ბოლო სატელევიზიო

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა და მისმა მთავარმა მეტოქემ მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე ჯონ კერიმ ბოლო სატელევიზიო
დებატები გამართეს - არჩევნებამდე 19 დღით ადრე. დისკუსიის თემა იყო უშიშროება და ეკონომიკა. ჯორჯ ბუშმა კიდევ ერთხელ ისაუბრა ერაყსა და ავღანეთში ომების მიზანშეწონილობაზე. მისი განმარტებით, შეერთებული შტატების უსაფრთხოებისათვის აუცილებელია შემტევი კურსის გაგრძელება და მსოფლიოში თავისუფლების გავრცელება. [ბუშის ხმა] “მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი - ვფიქრობ, ტერორის წინააღმდეგ ომში გავიმარჯვებთ, მაგრამ მესმის, რომ საამისოდ საჭიროა სიმტკიცე და მიზანსწრაფულობა. ამ მტრის წინაშე უკან არ უნდა დავიხიოთ. და ამ მტერთან ბრძოლაში - სადაც უნდა იყოს ის - თან გზას გავუკვლევთ თავისუფლებას”. მაგრამ ჯონ კერი ფიქრობს, რომ ბუშის გადაწყვეტილებამ ერაყში ომის დაწყებაზე აშშ-ს მეტი საფრთხე შეუქმნა. კერის თქმით, შესაძლებელი იყო უფრო ჭკვიანური ომის წამოწყება ტერორიზმის წინააღდმეგ, საჭირო იყო მოკავშირეების შემოკრება. კერიმ ასე დაამთავრა თავისი გამოსვლა: [კერის ხმა] “ღვთის რწმენითა და რწმენით ამერიკის მისიაში, მჯერა, რომ შეგვიძლია მეტს მივაღწიოთ. ჩვენი ქვეყნის უდიდესი შესაძლებლობები, ჩვენი ოცნებები, იმედები გველოდება...”.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, ბუშსა და კერის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების თანაბარი შანსები აქვთ.
XS
SM
MD
LG