Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ტრანსპორტის მინისტრის იგორ ლევიტინის


რუსეთის ტრანსპორტის მინისტრის იგორ ლევიტინის აზრით, რუსეთისა და სამხრეთი კავკასიის ქვეყნებისთვის ხელსაყრელი იქნებოდა

რუსეთის ტრანსპორტის მინისტრის იგორ ლევიტინის აზრით, რუსეთისა და სამხრეთი კავკასიის ქვეყნებისთვის ხელსაყრელი იქნებოდა
ჩრდილოკავკასიური მაგისტრალის გამოყენებით სოჭი-ბაქოს სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა. ამის შესახებ ბაქოში ვიზიტად მყოფი ლევიტინი ჟურნალისტებს ესაუბრა. მისივე თქმით, მარშრუტის აღდგენის შედეგად შესაძლებელი გახდებოდა მილიონობით ტონა ტვირთის გადაზიდვა, რომელიც ამჟამად ამ ქვეყნების გვერდის ავლით გადაიზიდება. ლევიტინმა დასძინა, რომ ამ პროექტის განხორციელება დამოკიდებულია რუსეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს ტრანსპორტის დარგის მესვეურთა მოლაპარაკებაზე. “პროექტის განხორციელება სპარსეთის ყურის ქვეყნებს ირანისა და აზერბაიჯანის გავლით უმოკლესი გზით დააკავშირებდა შავსა და ბალტიის ზღვაში არსებულ რუსეთის პორტებთან” - განაცხადა რუსეთის ტრანსპორტის მინისტრმა.
XS
SM
MD
LG