Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში, ხმების


ავღანეთში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში, ხმების 20 პროცენტის დათვლის შედეგად დამაჯერებლად ლიდერობს

ავღანეთში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში, ხმების 20 პროცენტის დათვლის შედეგად დამაჯერებლად ლიდერობს
ქვეყნის ამჟამინდელი ლიდერი ჰამიდ კარზაი, რომელსაც მხარი ამომრჩეველთა 61-მა პროცენტმა დაუჭირა. თუ კარზაიმ ეს უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნა და ხმების უბრალო უმრავლესობა მიიღო, მეორე ტურის გამართვა საჭირო აღარ იქნება. ხმების 19 პროცენტით ჯერჯერობით მეორე ადგილზეა განათლების ყოფილი მინისტრი იუნუს ყანუნი, რომელმაც საარჩევნო კომისია დღეს კიდევ ერთხელ დაადანაშაულა კენჭისყრის შედეგების გაყალბებაში. ქაბულში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოსვლისას ყანუნიმ დასძინა, რომ კარზაის გამარჯვების შემთხვევაში მზად არის, მას ქვეყნის აღმშენებლობაში დაეხმაროს.
XS
SM
MD
LG