Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს დილით, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ


დღეს დილით, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 75 წლის ასაკში გარდაიცვალა

დღეს დილით, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 75 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის მეუღლე ნანული ცაგარეიშვილი-შევარდნაძე. ნანული შევარდნაძე პროფესიით ჟურნალისტი იყო, მიღებული ჰქონდა "საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტის" წოდება. ბოლო წლებში ნანული შევარდნაძე სათავეში ედგა საზოგადოებრივ ორგანიზაციას სახელწოდებით "საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის". თავად ედუარდ შევარდნაძე მეუღლის გარდაცვალების მომენტისთვის თბილისში არ იმყოფებოდა. იგი გუშინ გაემგზავრა გერმანიის ქალაქ მიუნხენში, სადაც მონაწილეობა უნდა მიეღო საერთაშორისო კონფერენციაში თემაზე: "სად იწყება და სად მთავრდება ევროპა?".
XS
SM
MD
LG