Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის ქალაქ სამარაში დღეს ორი


ერაყის ქალაქ სამარაში დღეს ორი დანაღმული ავტომანქანა აფეთქდა. ამერიკის სამხედრო ხელმძღვანელობის ცნობით, ერთი ადამიანი დაიღუპა და 13 დაიჭრა.

ერაყის ქალაქ სამარაში დღეს ორი დანაღმული ავტომანქანა აფეთქდა. ამერიკის სამხედრო ხელმძღვანელობის ცნობით, ერთი ადამიანი დაიღუპა და 13 დაიჭრა.
დაჭრილთა უმრავლესობა ამერიკელი სამხედროები არიან. ქალაქში, საიდანაც ახლახან იქნენ განდევნილი მეამბოხეები, კომენდანტის საათი დაწესდა. აშშ-ის ავიაციის მიერ ერაყის ქალაქ ფალუჯაში განხორციელებული დარტყმების შედეგად დღეს, სულ ცოტა, ექვსი ადამიანი დაიღუპა. თვითმხილველთა ცნობით, დაღუპულები ერთი ოჯახის წევრები იყვნენ: ცოლ-ქმარი და ოთხი ბავშვი.ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტის რაიონში დღეს ორი აფეთქება მოხდა. დაშავებით არავინ დაშავებულა. საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია "კერმა" ერაყში საქმიანობა შეაჩერა. მას შემდეგ, რაც მოიტაცეს მისი ხელმძღვანელი - ბრიტანეთის მოქალაქე, წარმოშობით ერაყელი მარგარეტ ჰასანი. ჰასანის გამტაცებლებს ჯერჯერობით არავითარი პირობები არ წამოუყენებიათ.
XS
SM
MD
LG